დამოწმების პროგრამა Nutella® “Our Quality”

Nutella spread

SGS ექსპერტიზა

1878 წელს დაარსებული და ამჟამად შვეიცარიაში დაფუძნებული SGS წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან კომპანიას ინსპექციის, დამოწმების, ტესტირებისა და სერთიფიცირების სფეროში. კომპეტენტური, გამოცდილი და გლობალური წვდომის მქონე, სერვისის მიმწოდებელი დამოუკიდებელი კომპანია SGS ტესტირების ლაბორატორიების გლობალურ ქსელს ხელმძღვანელობს.

დამოწმების პროგრამა Nutella® “Our Quality”

SGS ახორციელებს დამოწმების პროგრამას FERRERO–სთვის, ამოწმებს NUTELLA® -ს სპრედისა და მისი შემადგენლობის შესაბამისობას ხარისხის სპეციფიკურ სტანდარტებთან.

ხარისხის სტანდარტები SGS-მა დამოუკიდებლად განსაზღვრა,  NUTELLA® – ს მიერ მისი ნებაყოფლობითი პროგრამის ფარგლებში დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. პროგრამა მოიცავს აუდიტს, ლაბორატორიულ ანალიზსა და ბაზრის მონიტორინგს.

დამოწმების პროგრამა ემყარება 4 პრინციპს:

  1. ხარისხის სტანდარტები

საცნობარო დოკუმენტების განსაზღვრა, რომელიც ხარისხის სტანდარტებს წარმოადგენს და რომლის საფუძველზეც ხორციელდება დამოწმების პროგრამა. პროგრამის დანერგვის მიზნით,SGS–მა, ხარისხის ამ სტანდარტებზე დაყრდნობით, შეიმუშავა სტანდარტული სამუშაო პროცედურა.

  2. აუდიტი

SGS აუდიტორების დამოწმებ ასთან დაკავშირებული საქმიანობა, რაც  დაადასტურებს რომ FERRERO -მ განახორციელა ყველა აუცილებელი ღონისძიება - განსაზღვრული დროის შემდეგ - დამოწმების პროგრამით განსაზღვრული ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აუდიტის საქმიანობა ორ ეტაპს მოიცავს:

შტაბ-ბინა: ყოველწლიურად გამოცხადებული აუდიტი, მიმწოდებლის შერჩევისა და ზედამხედველობის კრიტერიუმის დასამოწმებლად და NUTELLA® “Our Quality” დამოწმების პროგრამით განსაზღვრული ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

მწარმოებელი ქარხნები: ყოველწლიური გამოცხადებული და დაუგეგმავი აუდიტები, მსოფლიოს ყველა ქარხანაში, სადაც იწარმოება NUTELLA® . ამ აუდიტის დროს SGS ამოწმებს, რომ FERRERO–ს მიერ განსაზღვრული საკონტროლო გეგმა, წარმოების თითოეული ეტაპისთვის - შემოსული ნედლეულიდან მზა პროდუქტამდე - შესრულებულია.

  3. ტესტირება

დამოუკიდებელ ლაბორატორიებში ჩატარებული ანალიზების საშუალებით მოწმდება ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა. ეს ანალიზები ტარდება NUTELLA® -ს მწარმოებელი ყველა ქარხანიდან აღებული ინგრედიენტებისა და მზა პროდუქტების ნიმუშებზე.

  4. ბაზრის მონიტორინგი

სავაჭრო წერტილებიდან, პროდუქციის ნიმუშების პერიოდული და შემთხვევითი პრინციპით აღება შემდგომი ტესტირებისთვის და ეტიკეტის შემოწმებისთვის.

ხარისხის სტანდარტის დამოწმება

NUTELLA® -ს სპრედისა და მისი ინგრედიენტების ხარისხის უზრუნველსაყოფად, SGS ამოწმებს ხარისხის სპეციფიკურ მახასიათებლებს.

 

×

NUTELLA® არის FERRERO-ს რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.